понедельник, 21 июня 2010 г.

პროექტი

ბირთვული იარაღი და მშვიდობიანი მოსახლეობა.

პრობლემა: ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდა და მისი გამოყენება ქვეყნისათვის თავდაცვის საშუალებად.

პროექტის მიზანი: მოსახლეობა ინფორმირებული იყოს ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროებაში.კვლევები ბირთვული იარაღის წარმოებაში წარიმართოს მოსახლეობის სასიკეთოდ.
პრობლემის ანალიზი: ბირთვული იარაღის ხსენებაზე თვალწინ წარმოგვიდგება , ერთი მხრივ , განადგურებული, გამთბარი სახლები , ამუშავებული საწარმოები, კომფორტი,მეორე მხრივ კი –ხიროსიმა და ნაგასაკი, ჩერნობილი და კიშტიმი, ათასობით დაღუპული ადამიანი და გადამწვარი ქალაქი.აგვისტოს მოვლენები საქართველოში.

პროექტის ამოცანები:
  • საკვანძო კითხვების მომზადება.
  • ინტერვიუს კითხვებისჩამოყალიბება.
  • ინტერვიუს ჩატარების პროცედურების გაცნობა.
  • მოსწავლეები აკეთებენ გამოკითხვას მოსახლეობაში.
  • აღებული მასალის ანალიზი.
  • წარმოადგენენ გამოკითხვის შედეგებს.
  • დაარიგებენ ბუკლეტებს ბირთვული აფეთქების სურათებით.
რესურსი:

  • ფიზიკის სახელმძღვანელო XII კლასი.
  • ვიდეო კამერა.
  • კომპიუტერი.
  • youtube.com –ვიდეოების მოსაძებნად.
  • google.com–ინფორმაციის და სურათების მოსაძებნად.

მონაწილეთა ასაკი:14–15 წელი.

პროექტის ხანგძლივობა: 1 კვ შესრულების დრო

მიზნობრივი ჯგუფი:მოსწავლეები,მშობლები,მეზობლები .

პროექტის საქმიანობები:1.მოსწავლეებს დაევალებათ მოიპოვონ ინფორმაცია ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ ინტერნეტის საშუალებით.
2.იკვლევენ მოსახლეობის დამოკიდებულებას ბირთვული იარაღის მიმართ.
3.აირჩევენ მათთვის საინტერესო რესპოდენტების ჯგუფს.
4. განსაზღვრავენ კითხვარის სტრუქტურას და ჩამოაყალიბებენ სხვადასხვა ტიპის კითხვებს .
5.ინაწილებენ კითხვარებს და მიდიან რესპოდენტებთან.

პროექტის აქტუალურობა:მოსწავლეები დარწმუნდებიან და რესპოდენტებსაც დაარწმუნებენ რომ ატომური ენერგია ეს ის ძალაა,რომელსაც შეუძლია მოსპოს არა მხოლოდ სიცოცხლე დედამიწაზე ,არამედ–მთელი პლანეტა.სწორედ ამიტომ, შესაძლოა,ადამიანები უფრო ფაქიზად მოექცნენ პლანეტას.

სამუშაო ენა:ქართული.

საგნებთან |საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ფიზ.VI.I.

  • მოიპოვონ ინფორმაცია ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ და შეადარონ ელექტრყლ და მაგნიტურ ურთიერთქმედებებს.
  • მოიპოვოთ ინფორმაცია ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ მშვიდობიანი და სამხედრო მისნებისათვის.შეეძლოთ საუბარი ბირთვული ენერგიის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ითვლიან რესპოდენტების რა ნაწილია სწორად ინფორმირებული ბირთვული იარაღის გამოყენებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.ნათელი გახდება, რომ თანამედროვე გლობალურ ომს არ ეყოლება გამარჯვებული და დამარცხებული მხარე–ომის შედეგად განადგურდება ყველა.