ბირთვული იარაღი და მშვიდობიანი მოსახლეობა.
პრობლემა: ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდა და მისი გამოყენება ქვეყნისათვის თავდაცვის საშუალებად.
პროექტის მიზანი: მოსახლეობა ინფორმირებული იყოს ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროებაში.კვლევები ბირთვული იარაღის წარმოებაში წარიმართოს მოსახლეობის სასიკეთოდ.
პრობლემის ანალიზი: ბირთვული იარაღის ხსენებაზე თვალწინ წარმოგვიდგება , ერთი მხრივ , განადგურებული, გამთბარი სახლები , ამუშავებული საწარმოები, კომფორტი,მეორე მხრივ კი –ხიროსიმა და ნაგასაკი, ჩერნობილი და კიშტიმი, ათასობით დაღუპული ადამიანი და გადამწვარი ქალაქი.აგვისტოს მოვლენები საქართველოში.
პროექტის ამოცანები:
- საკვანძო კითხვების მომზადება.
- ინტერვიუს კითხვებისჩამოყალიბება.
- ინტერვიუს ჩატარების პროცედურების გაცნობა.
- მოსწავლეები აკეთებენ გამოკითხვას მოსახლეობაში.
- აღებული მასალის ანალიზი.
- წარმოადგენენ გამოკითხვის შედეგებს.
- დაარიგებენ ბუკლეტებს ბირთვული აფეთქების სურათებით.
რესურსი:
- ფიზიკის სახელმძღვანელო XII კლასი.
- ვიდეო კამერა.
- კომპიუტერი.
- youtube.com –ვიდეოების მოსაძებნად.
- google.com–ინფორმაციის და სურათების მოსაძებნად.
მონაწილეთა ასაკი:14–15 წელი.
პროექტის ხანგძლივობა: 1 კვ შესრულების დრო
მიზნობრივი ჯგუფი:მოსწავლეები,მშობლები,მეზობლები .
პროექტის საქმიანობები:1.მოსწავლეებს დაევალებათ მოიპოვონ ინფორმაცია ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ ინტერნეტის საშუალებით.
2.იკვლევენ მოსახლეობის დამოკიდებულებას ბირთვული იარაღის მიმართ.
3.აირჩევენ მათთვის საინტერესო რესპოდენტების ჯგუფს.
4. განსაზღვრავენ კითხვარის სტრუქტურას და ჩამოაყალიბებენ სხვადასხვა ტიპის კითხვებს .
5.ინაწილებენ კითხვარებს და მიდიან რესპოდენტებთან.
პროექტის აქტუალურობა:მოსწავლეები დარწმუნდებიან და რესპოდენტებსაც დაარწმუნებენ რომ ატომური ენერგია ეს ის ძალაა,რომელსაც შეუძლია მოსპოს არა მხოლოდ სიცოცხლე დედამიწაზე ,არამედ–მთელი პლანეტა.სწორედ ამიტომ, შესაძლოა,ადამიანები უფრო ფაქიზად მოექცნენ პლანეტას.
სამუშაო ენა:ქართული.
საგნებთან |საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ფიზ.VI.I.
- მოიპოვონ ინფორმაცია ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ და შეადარონ ელექტრყლ და მაგნიტურ ურთიერთქმედებებს.
- მოიპოვოთ ინფორმაცია ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ მშვიდობიანი და სამხედრო მისნებისათვის.შეეძლოთ საუბარი ბირთვული ენერგიის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
შეფასება: პროექტის შეფასების რუბრიკა.
Комментариев нет:
Отправить комментарий